გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
შალვა ნათელაშვილი: მეუფე პეტრე რომ გამოდის და გრძელ ენას ატლიკინებს...

28-04-2020

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქართველი მეუფეები "უნდა განიწმინდონ".


"ტვ პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას ნათელაშვილმა ალავერდელი ეპისკოპოსი, ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი და პეტრა ცაავა გააკრიტიკა.


"ეს მეუფე პეტრე რომ გამოდის და გრძელ ენას ატლიკინებს, ენოთეკა აქვს მარტო მილიონი დოლარის ღირებულების. მილიონი დოლარის ღვინოების კოლექცია აქვს და ამ დროს მთელი მარტვილი შიმშილით იხოცება"-განაცხადა ნათელაშვილმა.


მისივე თქმით ალავერდელი ეპისკოპოსი ბიძინა ივანიშვილის ძმასთან ერთად ვენახებს და ღვინის ქარხნებს ფლობს და რესტორანიც გახსნა, ხოლო მეუფე იაკობი ჩვეულებრივი საქმის გამრჩევი და ანაფორაში გადაცმული მხედრიონია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031