28-04-2020
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ფბ-ზე პოსტს აქვეყნებს და ანტიკრიზისულ გეგმას ეხმაურება.
ირაკლი კობახიძე ????-???? წლებში, ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმის სოციალურ და ეკონომიკურ პაკეტებზე და მის შედეგებზე წერს და აღნიშნავს რომ იქ, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის გაიმეტა 0 ლარი, თუ ამ ციფრებს რამდენიმე ათეული და ასეული მილიონით შევცვლით, მივიღებთ ქართული ოცნების ანტიკრიზისულ გეგმას.
„შეგახსენებთ ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას: სოციალური პაკეტი: დახმარება უმუშევრად ან უხელფასოდ დარჩენილი დაქირავებით დასაქმებულებისთვის: ? ლარი; დახმარება შემოსავლის გარეშე დარჩენილი თვითდასაქმებულებისთვის: ? ლარი;სოციალური დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, 65-100 ათასი ქულის მქონე ოჯახებისა და შშმ პირებისთვის: ? ლარი; კომუნალური გადასახადების განულება შესაბამისი საჭიროების მქონე ოჯახებისთვის: ? ლარი; ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის დაზღვევა: ? ლარი.
ეკონომიკური პაკეტი: სოფლის მეურნეობის პროექტების მხარდაჭერა: ? ლარი; კომპანიების პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა: ? ლარი; კომპანიებისთვის დაბრუნებული დღგ: ? ლარი; ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების გადავადება: ? ლარი; ტურისტული ბიზნესებისთვის გადასახადების გადავადება: ? ლარი; მცირე სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირება: ? ლარი; კომერციული ბანკებისთვის მიწოდებული ფინანსური რესურსი: ? ლარი; საკრედიტო-საგარანტიო სქემა: ? ლარი; სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდის დაზღვევა: ? ლარი.
ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმა ????-???? წლებში. ამ გეგმამ მოიტანა უზარმაზარი შედეგი: ასეულობით გაჩერებული მშენებლობა; ასეულობით გაკოტრებული სასტუმრო და სხვა ტურისტული ობიექტი; ასეულობით გაკოტრებული მცირე და საშუალო ბიზნესი; ათიათასობით ვალაუვალი ბანკის მევალე; 1,15 მილიონი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი.
იქ, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის გაიმეტა 0 ლარი, შეგიძლიათ ჩასვათ 460, 75, 73, 150, 15, 50, 500, 600, 50, 90, 10, 600, 300 და 200 მილიონი და მიიღებთ ქართული ოცნების ანტიკრიზისულ გეგმას“,-წერს ირაკლი კობახიძე ფბ-ის საკუთარ გვერდზე.