გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: რესპუბლიკური პარტიის დღევანდელი განცხადება იმ განცხადებების გადამღერებაა, რაც ამ დღეებში გაკეთდა ნაცმოძრაობის და მათი განშტოებების მიერ

28-04-2020

რესპუბლიკური პარტიის დღევანდელი განცხადება იმ განცხადებების გადამღერებაა, რაც ამ დღეებში გაკეთდა ნაცმოძრაობის და მათი განშტოებების მიერ, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რესპუბლიკური პარტიის დღევანდელი განცხადება უკრაინის ვიცე-პრემიერად სააკაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის რეაქციაზე, ეს არის სწორედ მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანის მცდელობა და საკითხის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან სრულიად ხელოვნურად მიბმა.

რესპუბლიკური პარტია არასდროს გამოირჩეოდა მგრძნობელობით და ცოდნით იმისა თუ რა სურს ქართულ საზოგადოებას, რით სუნთქავს, რა ღირებულებები და მისწრაფებები აქვს. ამის დასტურია მათ მიერ ყველა არჩევნებზე ნაჩვენები სავალალო შედეგებიც. მათ რომ იცოდნენ ეს ყოველივე, ამ შედეგებს ერთხელ მაინც გააუმჯობესებდნენ. ამის დასტურია მათი დღევანდელი განცხადება უკრაინის ვიცე-პრემიერად სააკაშვილის შესაძლო დანიშვნაზე საქართველოს მთავრობის რეაქციაზე, ეს არის სწორედ მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანის მცდელობა და საკითხის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან სრულიად ხელოვნურად მიბმა. რესპების ეს განცხადება არის იმ განცხადებების გადამღერება, რაც ამ დღეებში გაკეთდა ნაცმოძრაობის და მათი განშტოებების მიერ. საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო უკრაინის ხელისუფლებამდე მიეტანა საკუთარი პოზიცია ძებნილი და სასჯელ მისჯილი სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით. თორემ უკრაინას ვიცე-პრემიერად შეუძლია ვინც სურს ის დანიშნოს. სასაცილო და სავალალო მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს 41 მილიონიანი ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფო, როდესაც მეორეჯერ ცდილობს ყველანაირად დისკრედიტირებული პოლიტიკოსის რეანიმირებას. იმ პოლიტიკოსის, რომელსაც უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი საჯაროდ მოიხსენიებდა კორუფციონერად”,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930