გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიიღებს თუ არა კომპოენსაციას პირი, რომელმაც იანვარ-მარტში ერთხელ მაინც აიღო ხელფასი

28-04-2020

ფინანსთა სამინისტრომ კომპენსაციის გაცემის პროცედურა შეიმუშავა.

 

როგორც ფინანასთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, ფულადი კომპენსაციის მიღება შეეძლებათ იმ დაქირავებულებს, რომლებსაც იანვრიდან მარტის ჩათვლით ხელფასი ერთხელ მაინც აქვთ ჩარიცხული, მაგრამ შემდგომ თვეებში ხელფასი აღარ აუღიათ.

 

მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ისინი 1 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ.

 

მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ კომპენსაცია შეეხება ყველას, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაშია გასული.

 

„თუ პირს აღარ ერიცხება ხელფასი, ის გათავსუფლდა სამსახურიდან, არის უხელფასო შვებულებაში თუ დამსაქმებელს აღარ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს ხელფასი, ყველა ამ პირს მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია.

 

მაისიდან, დაიწყება კომპენსაციების გაცემა შრომის ანაზღაურების გარეშე დარჩენილი პირებისთვის. კომპენსაციის მიღება შეეძლებათ დაქირავებულ პირებს, რომლებსაც 2020 წლის პირველ სამ თვეში – იანვარში, თებერვალსა და მარტში, ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და შემდგომ თვეებში ვეღარ იღებენ შრომის ანაზღაურებას, ამის შესახებ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს დამქირავებელი.

 

კომპენსაციის ოდენობა არის თვეში 200 ლარი 6 თვის ვადით. დამქირავებელი ყოველი თვის 15 რიცხვამდე, rs.ge-ზე ელექტრონულად წარადგენს იმ პირთა სიას, ვისზეც ხელფასი გაცემული აქვს 2020 წლის პირველ კვარტალში ერთხელ მაინც და შემდეგ თვეებში აღარ აუღიათ ხელფასი.

 

პირველი საკომპენსაციო თვე იქნება 2020 წლის აპრილი. დამქირავებელი წარადგენს დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტებს, პირად მონაცემებს, საკონტაქტო ტელეფონს.

 

ყოველი თვის 20 რიცხვამდე დამსაქმებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური აკეთებს საკომპენსაციო პირების ერთიან სიას და მას უგზავნის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, საიდანაც მოხდება უშუალოდ თანხების ანაზღაურება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა.

 

პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930