28-04-2020
"კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების”... და აი,ისევ გამოავლინეს თავისი თავი, საკუთარი ღირებულებები,მიგნებები როგორ ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ ანტისახელმწიფოებრივად!“ - ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი რესპუბლიკური პარტიის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, ეს, ამ გუნდის ბუნებრივი მდგომარეობაა.
"კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების”... და აი,ისევ გამოავლინეს თავისი თავი, საკუთარი ღირებულებები,მიგნებები როგორ ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ ანტისახელმწიფოებრივად!
ეს, ამ გუნდის ბუნებრივი მდგომარეობაა.აბა სხვაგვარად როგორ ან რითი შეიძლება აიხსნას ქართული სახელმწიფოს, მისი ფასეულობების კულტურის, ისტორიის და მეზობელ სახელმწიფოებთან მშვიდობიანი ურთიერთობების ტრადიციით თამაში.
ამ ფონზე ლოგიკურია, მათი რეიტინგი პლინტუს” ქვემოთ ჩამოვიდა. "პლინტუს" ქვემოთ კიდევ რაღაცაა, ისინი კიდევ უფრო ქვემოთ ალბათ ჯოჯოხეთის კარიბჭისაკენ მიემართებიან“ - წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.