29-04-2020
„ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა უდიდესი მხარდაჭერა და თანაგრძნობა ქართველი თანამოქალაქეების მიმართ საერთო საფრთხის წინაშე“ - წერს გამოცემა The Telegraph სტატიაში სათაურით „ყოფილი ქარხნის მუშა დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ბიძინა ივანიშვილი, თავისი ქველმოქმედებით ათწლეულების განმავლობაში მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და ასევე უზარმაზარ დახმარებას უწევს საქართველოს კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მხრივ, გამონაკლისს არ წარმოადგენს“ - ციტირებს სტატიის ავტორი, გამოცემის ასოცირებული რედაქტორი კამილა ტომინეი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვებს, რომელიც მან The Telegraph-ს განუცხადა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილი, 4 შვილის მამა, რომლის ერთ-ერთი შვილი - ბერა საქართველოში ცნობილი რეპერია, ქარხნის მუშის შვილია. მან ქონება რუსეთში პრივატიზაციის პერიოდში ბიზნესების შესყიდვის და შემდეგ დიდი მოგებით გაყიდვის შედეგად დააგროვა.