29-04-2020
დღეს, ახალციხეში, COVID-19-ით დაავადებულთათვის, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
სისხლის უანგარო დონაციის აქციაში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, მოსახლეობამ, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, მნიშვნელოვანია, რომ სისხლის ბანკში დეფიციტი არ გვქონდეს. ჩაბარებული სისხლი და სისხლის კომპონენტები, საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემა.
აქცია „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურმა ბანკმა“ განახორციელა.