გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პუტინის რეიტინგი 14 წლიან მინიმუმამდე დაეცა

29-04-2020

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობის რეიტინგი 14 წლიან მინიმუმამდე შემცირდა და 30%-ს ჩამოსცდა. ინფორმაციას დოიჩე ველე ავრცელებს.

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ცენტრის (VTsIOM) მიერ მარტში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები 27 აპრილს გასაჯაროვდა, რომლის მიხედვითაც პუტინის რეიტინგი 28.3%-მდე იყო შემცირებული.

რუსეთის პრეზიდენტის ნდობის მაჩვენებელი 30%-ს ბოლოს 2019 წლის დეკემბერში ჩამოსცდა და 29.8% შეადგინა, იანვარში 30.6%-მდე გაიზარდა, მაგრამ თებერვლიდან ისევ კლება დაიწყო.

VTsIOM-ის მიერ პირდაპირ დასმულ კითხვაზე პუტინის მიმართ დამოკიდებულების მიმართ რესპოდენტთა 69.8%-მა დადებითი პასუხი გასცა, თუმცა დახურულ კითხვებზე გადასვლის შემდეგ როცა საჭირო გახდა იმის დაკონკრეტება, თუ რატომ მოსწონდათ მათ პრეზიდენტი ნდობის მაჩვენებელი მკვეთრად 28.3%-მდე შემცირდა, რაც 2006 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ვლადიმერ პუტინი რუსეთს ერთპიროვნულად 2000 წლიდან მართავს. 2008-2012 წლებში ფორმალურად პრემიერის პოსტი ეკავა, მაგრამ გადაწყვეტილებების მიმღები კვლავ ის იყო. პუტინის სახელს უკავშირდება ჩეჩნეთის მეორე ომი 1999-2000, რისი საბაბიც ФСБ-ს მიერ რუსეთში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებები გახდა, რასაც 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აგვისტოს ომი საქართველოსთან 2008, ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების დონბასისა და ლუგანსკის ოკუპაცია 2014.

საგარეო აგრესიის გარდა, მმართველობის პირველ წლებში პუტინმა მოახერხა და ქვეყნის ეკონომიკა წინ წასწია. 2000-2008 წლებში მშპ ყოველწლიურად 5%-ზე მეტით იზრდებოდა  (გამონაკლისი 2002 წელი იყო - 4.7%) და ხშირად 8%-საც აჭარბებდა. ამის მიზეზი მაღალი ზრდისთვის კარგი სასტარტო პირიბები - ღარიბი ქვეყნისთვის სწრაფი ზრდა უფრო იოლია და ნავთობზე ფასების მატება წარმოადგენდა. 2008 წელს ბარელზე ნავთობის ფასმა $140-ს გადააჭარბა, დღევანდელი კურსით $165-ს. 2009 წელს ეკონომიკა მკვეთრად 7.8%-ით შემცირდა, კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალი - 4.5%-იანი ზრდა 2010 წელს დაფიქსირდა. 2015 წელს ეკონომიკა ისევ მინუსში გავიდა და 2.3%-ით შემცირდა. 2019-ში ზრდამ 1.3% შეადგინა, 2020-ში 5.5%-იანი კლებაა ნავარაუდევი.

რუსეთის მთელს ეკონომიკაზე, ექსპორტზე და ვალუტის კურსზე მნიშვნელოვან გავლენას ნავთობის ფასი ახდენს. 80-იან წლებში ფასების ვარდნამ საბჭოთა კავშირის ნგრევა დააჩქარა. 1998 წელს, 5.3%-იანი ვარდნის შემდეგ, ელცინი იძულებული გახდა დეფოლტი გამოეცხადებინა. 2016 წელს ეკონომიკა უმნიშვენლოდ მხოლოდ 0.3%-ით გაიზარდა. მოსკოვი ჯერჯერობით საერთაშორისო რეზერვების იმედზეა, რომელიც ჯამში (დოლარი და ოქრო) $563 მლრდ-ს შეადგენს რაც 1 სულ მოსახლეზე $3900-ზე ნაკლებია და ამოუწურვად რესურსს არ წარმოადგენს.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930