გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოციალური აგენტების ანაზღაურების პირობები სრულიად დაცულია და შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს

29-04-2020

სოციალურ აგენტებს დანამატი ხელფასის ორმაგი ოდენობით ჩაერიცხებათ” ,- ამის შესახებ ,,პრაიმტაიმს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს.

უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სოციალური აგენტები დასაქმებულები არიან ხელშეკრულებით და მათი შრომის ანაზღაურების პირობები სრულიად დაცულია, შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

„სოციალური აგენტები დასაქმებულები არიან ხელშეკრულებით, მათი შრომის ანაზღაურების პირობები სრულიად დაცულია და შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. სოციალური აგენტის შრომის ანაზღაურება, გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, შედგება 100 (ასი) ლარისა და თვის განმავლობაში მის მიერ შესრულებული სამუშაო ერთეულის ღირებულებისაგან.

2020 წლის 23 მარტის 184 დადგენილებით საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეაჩერა ოჯახების სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებება, გარდა იმ შემთხვევებისა,როდესაც ოჯახი თვითონ მიმართავს სააგენტოს პირველადი ან განმეორებითი გადამოწმების მიზნით. შესაბამისად, აპრილის თვეში მომართვები შემცირდა და სოციალური აგენტების სამუშაო დატვირთვა მნიშვნელოვნად შეიკვეცა. იმისათვის, რომ სოციალური აგენტები არ დარჩენილიყვნენ დამატებითი შემოსავლის გარეშე, სოციალური მომსახურების სააგენტომ სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება სოციალური აგენტებისთვის აპრილის თვეში, გარდა კუთვნილი ანაზღაურებისა, დანამატის სახით მიეცათ ხელფასის ორმაგი ოდენობა. სოციალური მომსახურების სააგენტო საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ყველა შესაბამის ზომას მიიღებს, რათა შეასრულოს მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები, ხარისხიანად მიაწოდოს მომსახურება საქართველოს მოსახლეობას, ასევე დაიცვას საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და უზრუნველყოს ისინი არსებული რესურსების გათვალისწინებით,“ – განმარტავენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ამავე თემაზე „პრაიმტაიმი“ ერთ-ერთ სოციალურ აგენტზე დაყრდნობით წერდა. სოციალური აგენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სოციალურ აგენტებს 80 ლარი ჩაერიცხათ ხელფასი, ხოლო ვისაც დაზღვევაც ჰქონდა, მხოლოდ 50 ლარი მიიღეს.



https://primetime.ge/romeli-samsakhuri-miighebs-khelfasis-garda-ormag-danamats/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930