30-04-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 539 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 178 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5256 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 548 ადამიანი რჩება.