გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ქუმსიშვილი: ენეგოეფექტურობის დანერგვა დანაზოგების ზრდას ნიშნავს

21-03-2018

„ძალიან მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის დანერგვა და შესაბამისი კანონმდებლობის მიღება მოიტანს“ - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან, კატარინა მატერნოვასთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისწარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემები ინვესტიციების და ბიზნესის ახალი შესაძლებლობები და ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ენერგოეფექტურობის მიმართულებით საქართველოსვალდებულებები იყო. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობები, რომელსაც ენერგოეფექტურობის დანერგვა და შესაბამისი კანონმდებლობის მიღება მოიტანს. „ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ მასალებს, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნას როგორც მშენებლობაში, ასევე სხვადასხვა მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს დანაზოგების ზრდას“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა როგორც ევროკავშირს, ასევე სხვა დონორ ორგანიზაციებს (KfW, EBRD, AFD) საქართველოს ენერგოეფექტურობის პოლიტიკისა და საპილოტე პროექტების მხარდაჭერისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031