გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტიკარაძე: საქართველოში ექიმების დეფიციტია, შესაბამისად, მათი უმუშევრად დარჩნის რისკი მნიშვნელოვნად დაბალია

30-04-2020

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ევროპული საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ევროპულ საქართველოში აცხადებენ, პირველი მაისიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთაც რეგისტრირებულ პაციენტთთა რაოდენობა 13 ათასზე ნაკლებია. ტიკარაძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის საბჭო გაიმართება და თემის ირგვლივ იმსჯელებენ.

"ჩვენ მივყვებით დადგენილებას, დღეს საღამოს 18:00 საათზე გაიმართება პირველადი ჯანდაცვის საბჭო ამასთან დაკავშირებით. დამატებით ვიმსჯელებთ ისეთ ობიექტებზე, რომლებიც მდებარეობს დაბებში და მათთან, რა თქმა უნდა, მოსახლეობის დაფარვიდან და ასევე ბენეფიციარებიდან გამომდინარე, მათი რაოდენობა ვერ აღწევს 13 ათასს, თუმცა გამომდინარე იქედან, თუ სად არიან ისინი გეოგრაფიულად ლოკალიზებული, ასეთი დაწესებულებები დარჩებიან როგორც სტრატეგიული ობიექტები. სხვა დაწესებულებები, რომლებიც მეტ წილად წარმოადგენდნენ არა სამედიცინო დაწესებულებებს, არამედ ისეთებს როგორიც არის ესთეტიკური ცენტრები და ისინი დამატებით მონაწილეობდნენ კიდევ სახელმწიფო დაფინანსებაში, მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და ეს,რა თქმა უნდა, განხორციელდება. რაც შეეხება პერსონალის უმუშევრად დარჩენას ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არის ექიმების დეფიციტი, შესაბამისად, ექიმები და ექთნები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, მათ მიმართ იქნება განხილვები დეტალური და უმუშევრობის კომპონენტის რისკი არის მნიშვნელოვნად დაბალი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930