გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ ანგურიძე: აღნიშნული რეიტინგი ეფუძნება საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასებებს, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ტენდეციურობას და მიკერძოებულობას

30-04-2020

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევას, რომლის თანამხმადაც ბიუჯეტის ღიაობის კუთხით საქართველო მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის საქართველოს მეხუთე პოზიციას იკავებს, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"ამ „კორონობის ჟამს“ კარგი რაღაცეებიც ხდება...

ბიუჯეტის ღიაობის კუთხით საქართველო მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის საქართველოს მეხუთე პოზიციას იკავებს და მთელს ევროპაში მხოლოდ შვედეთი უსწრებს რომელიც რეიტინგში მესამე პოზიციას იკავებს. ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონის სახელმწიფოებში პირველი ადგილი უკავია.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს შეფასება გაუმჯობესებულია ორივე კომპონენტში. სადაც, ბიუჯეტის ზედამხედველობის კუთხით შეფასება გაიზარდა 74-დან 82 ქულამდე, ხოლო მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით კი, 22-დან 28 ქულამდე. 2006 წლიდან დღემდე საქართველომ მინიმალური გამჭვირვალობის ქვეყნების ჯგუფიდან სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეიტინგი ეფუძნება საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასებებს, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ტენდეციურობას და მიკერძოებულობას.

მისასალმებელია ფინანსთა სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების ის ჯაჭვი, რომელიც ქვეყანას წარმოაჩენს საერთაშორისო არენაზე მოწინავე პოზიციებზე და უსწრებს ევროკავშირისა და დასავლეთის სხვა წამყვან და განვითარებულ სახელმწიფოებს"-წერს ოთარ ანგურიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031