გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობახიძე: დღეს უკვე გაშიფრული და გაშიშვლებულია მიხეილ სააკაშვილი და ყველამ კარგად იცის ვინ არის ის

1-05-2020

„ჩვენთვის მიუღებელი იყო ის შესაძლებლობა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაეკავებინა რაიმე მაღალი თანამდებობა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი იყო ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია გვქონდა შესაბამისი რეაქცია“.

განაცხადა პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „POS TV“- ის ეთერში, სადაც მან უკრაინელ კოლეგებთან გამართულ კონსულტაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომუნიკაცია და მიწოდებული ფაქტები საკმარისი აღმოჩნდა, რომ უკრაინულ მხარეს შესაძლო გადაწყვეტილებისთვის გადაეხედა.

ირაკლი კობახიძემ  საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობა შეახსენა და აღნიშნა, რომ გარკვეული წლების განმავლობაში ავანტურისტული ბუნების წყალობით, მას ქართულ პოლიტიკაში გარკვეული ადგილიც კი ეკავა.

„ჩვენ ვიცით სააკაშვილის პროვნება, ვიცით მისი წარსულის ნაბიჯები. ვიცით, რომ სააკაშვილი არის ავანტურისტი თავისი ბუნებით. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისთვის, რაღაც ეტაპამდე, მისი ავანტურისტობა იყო წარმატებული და წლების მანძილზე მან მიაღწია წარმატებებს პოლიტიკაში. ის იყო წარმატებული ვარდების რევოლუციაში, შემდეგ 9 წელი იყო ხელისუფლებაში და ოპოზიცია ვერ ახერხებდა მისი პოზიციების შერყევას. თუმცა შემდეგ გამოჩნდა ერთი პიროვნება, რომელმაც აჩვენა, რომ რეალურად ის იყო დიდოსტატი და ესენი იყვნენ მაქსიმუმ მეორე თანრიგოსნები იმ ჭადრაკში, რასაც პოლიტიკა ჰქვია. ჩვენ საქართველოში დაგვჭირდა რამდენიმე წელი სააკაშვილის გასაცნობად და ახლა უკვე გაიცნეს ის დასავლეთში პარტნიორებმა, უკრაინაში გაიცნეს და საქართველოში კიდევ უფრო კარგად და ასე შემდეგ. დღეს უკვე გაშიფრული და გაშიშვლებულია მიხეილ სააკაშვილი და ყველამ კარგად იცის ვინ არის ის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930