1-05-2020
თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარეხ ბექაია აცხადებს, რომ ჰოსპიტალში „კოვიდ-19“ არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა.
ბექაია აცხადებს, რომ კლინიკიდან სულ 27 ნიმუში იყო გაგზავნილი, 26 პასუხი მიიღეს, ერთი კი, კვლევაში რჩება.
მისივე ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში ჰოსპიტალში 38 პაციენტი შეიყვანეს.
დღესვე თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ორკვირიანი სამუშაო გრაფიკი დასრულდა და ექიმები საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. მარეხ ბექაიას თქმით, წინა ცვლის საკარანტინო ვადაც ამოიწურა და კორონავირუსი არც ერთ ექიმს არ დაუდასტურდა.