გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კეროლ კარსკი: პროდასავლური მთავრობების მქონე ქვეყნებს, ისეთებს, როგორც საქართველოა, უნდა დავეხმაროთ

1-05-2020


„ქართველებისთვის და ევროპის სამეზობლოს ბევრი სხვა პრო-დასავლური ქვეყნების მოსახლეობისთვის, დემოკრატია და თავისუფლება „მთის წვერზე შარავანდედით მოსილ ციტადელად რჩება, თუმცა, მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავეხმაროთ” - ამის შესახებ ევროპარლამენტარი კეროლ კარსკი reaction.life-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

მისი თქმით, ალიანსის გაძლიერება, პრო-დასავლური მთავრობებისთვის მიცემული პირობისადმი დაბრუნება და თავისუფალ ადამიანთა უფლებების დაცვა ყველგან უნდა მოხდეს.

„ეს აუცილებელია, თუ გვინდა კვლავ იდეების ბრძოლაში ვიმარჯვოთ და აღვკვეთოთ ავტორიტარული მოდელები მთელს მსოფლიოში. სამყარო მაგიური ძალის შედეგად ვერ გახდება უსაფრთო და ბედნიერ ადგილად, როდესაც ახალი კორონავირუსი გაილევა. დასავლეთის ძალებმა უნდა გააკეთონ ეს და დამოუკიდებლობის ახლად მოპოვების შემდეგ გაერთიანებულმა სამეფომ უნდა იკისროს ცენტრალური როლი ამ მიმართულებით. პრო-დასავლური მთავრობების მქონე ქვეყნებს - ისეთებს, როგორც საქართველოა, უნდა დავეხმაროთ. კიბერთავდასხმებსა და სხვა სახის აგრესიას უნდა შევეწინააღმდეგოთ ამ ქვეყნებში. თუმცა, ყველაზე მყისიერად უნდა მივმართოთ ყურადღება იქეთ, სადაც კრიზისის გამო ეკონომიკური გამოწვევები შეინიშნება, რათა ცდუნებას არ ავყვეთ და მცდარ ეკონომიკურ რეალიებში არ ჩავიკარგოთ, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს უსაფრთხოებასა და სავარაუდოდ სხვა კრიზისში გადაიზრდება მომდევნო წლებში” - წერს ევროპარლამენტარი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930