1-05-2020
„დასავლური პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური გაერთიანებებისა და საქართველოს თანამშრომლობის თემა მუდმივად იდგა დღის წესრიგში, რაც არ უნდა ეცადოს ზოგიერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ამას ჩრდილი მიაყენოს. მათ შორის არის ნატოსთან ურთიერთობაც, რაც შემგომ კიდევ უფრო განვითარდება და გაღრმავდება. სახეზე გავქვს უპრეცენდენტოდ მაღალი კოოპერაციის ხარისხი და კარგია, რომ ამას ევროკავშირის ერთ-ერთი წარმომადგენელიც, ავტორიტეტული ადამიანი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარის, კეროლ კარსკის reaction.life-ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარია, რომ ნატო მეტად უნდა დაეხმაროს საქართველოს გაძლიერებაში, რადგან ის სანდო პარტნიორია.