1-05-2020
კაროლ კარსკის ღია წერილიდან განსაკუთრებით საინტერესოა ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის ტრანსფორმაციის კუთხით განხორციელებული რეფორმები, რომელსაც თავად საბაზრო ეკონომიკის რევოლუციას უწოდებს,- ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს და ევროდეპუტატის „რეაქშენ.ლაიფზე“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაზე „გააძლიერეთ ნატო, დაეხმარეთ საქართველოს, დაიცავით დასავლეთი“ საუბრობს.
ექსპერტის თქმით, ევროპარლამენტარმა ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს „ნატოში“ და ევროკავშირში ინტერგაციის პროცესთან დაკავშირებით.
,,წერილში პოლონელი ევროპარლამენტარი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური მოთამაშის როლის უკეთესად გააზრებისკენ და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. კაროლ კარსკის ღია წერილიდან განსაკუთრებით საინტერესოა ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის ტრანსფორმაციის კუთხით განხორციელებული რეფორმები, რომელსაც თავად საბაზრო ეკონომიკის რევოლუციას უწოდებს. მისი თქმით შემცირდა გადასახადები და კერძო სექტორის რეგულირება, მიმდინარეობს კორუფციასთან სასტიკი ბრძოლა და ინვესტიციები იზრდება. შედეგად კი ბოლო ათწლეულის განმავლობაში სიღარიბის მაჩვენებელი განახევრდა. გარდა ამისა ხაზგასასმელია საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო რეიტინგებში, რასაც წერილის ავტორი ასევე ეხება. კერძოდ, „მსოფლიო ბანკის“ რეიტინგში საქართველო ბიზნესის წამოწყების სიმარტივის ნიშნით მეორე ადგილზეა; Heritage ფონდის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ქვეყანა მე-12 ადგილზეა და უსწრებს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს. მისი თქმით საქართველო რეგიონში დემოკრატიის ერთადერთი მოკაშკაშე შუქურაა, რომელსაც დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერა ჭირდება”,- წერს შოთა გულბანი.