გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ცუცქირიძე: უპრეცედენტო საერთაშორისო აღიარებების ფონზე, ნაციონალურ ოპოფლანგზე მოდრეიფე ოპოზიცია ჯიუტად და ურცხვად ამტკიცებს „ქართული ოცნების“ და პრემიერ გახარიას პრორუსულობას, დემოკრატიული ინსტიტუტების შეზღუდვას თუ ეკონომიკის ჩამოშლას

1-05-2020

ამ უპრეცედენტო საერთაშორისო აღიარებების ფონზე, ნაციონალურ ოპოფლანგზე მოდრეიფე ქართული ოპოზიცია დღემდე ჯიუტად და ურცხვად ამტკიცებს „ქართული ოცნების“ და პრემიერ გახარიას პრორუსულობას, დემოკრატიული ინსტიტუტების შეზღუდვას თუ ეკონომიკის ჩამოშლას,- ამის შესახებ გიორგი ცუცქირიძე, ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს და ევროდეპუტატის მიერ „რეაქშენ.ლაიფზე“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიას „გააძლიერეთ ნატო, დაეხმარეთ საქართველოს, დაიცავით დასავლეთი“ ეხმიანება.

მისი თქმით, საქართველო დასავლური ოჯახის წევრობას ნამდვილად იმსახურებს და ამას თუნდაც სოლიდურ საერთაშორისო ფინანსური დახმარებასთან ერთად, კოვიდ 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე აშშ-ის, ევროკავშირის და ევროკომისიის აღიარებებიც ცხადყოფს.

„საქართველოს სჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა“, ამის შესახებ წერს გავლენიანი ევროდეპუტატი დიდი ბრიტანეთიდან კეროლ კორსკი „რეაქშენ.ლაიფზე“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში. ეს სტატია, რამდენიმე კუთხით არის ჩვენთვის საინტერესო. სტატიაში ხაზგასმულია ის პროგრესი, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მართველობის პერიოდში განიცადა, გატარებული სისტემური და ეკონომიკური რეფორმების შედეგად. ამის თვალსაჩინო მაგალითად კი მოყვანილია სიღარიბის დონის მნიშვნელოვნად შემცირება და წინსვლა საერთაშორისო რეიტინგებში, რომელიც ასახულია მსოფლიო ბანკის, Heritage ფონდის თუ სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევებში. ეს არის ლიდერი ქვეყანა ბიზნესის წამოწყების კუთხით, ასევე მე 12 ადგილით ეკონომიკური თავისუფლების ინდექსითაც, რომლის მიხედვით უსწრებს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს- აღნიშნავს, ევროპარლამნეტარი.ამ წერილის მთავარი გზავნილი კი დასავლეთის პოლიტიკურ წრეებისათვის არის ის, რომ საქართველოს ჭირდება დასავლეთის უფრო მეტი და მტკიცე მხარდაჭერა, მით უმეტეს ქვეყანას ყავს პროდასავლური მთავრობა, რომლის მეთაური გიორგი გახარია ღიად გამოხატავს, ალიანსში და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილზე, რასაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტის მხარდაჭერა აქვს. ჩვენი მხრიდან დავძენ, რომ საქართველო დასავლური ოჯახის წევრობას ნამდვილად იმსახურებს, ამას თუნდაც სოლიდურ საერთაშორისო ფინანსური დახმარებასთან ერთად, კოვიდ 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე აშშ-ის, ევროკავშირის და ევროკომისიის აღიარებებიც ცხადყოფს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ უპრეცედენტო საერთაშორისო აღიარებების ფონზე, ნაციონალურ ოპოფლანგზე მოდრეიფე ქართული ოპოზიცია დღემდე ჯიუტად და ურცხვად ამტკიცებს „ქართული ოცნების“ და პრემიერ გახარიას პრორუსულობას, დემოკრატიული ინსტიტუტების შეზღუდვას თუ ეკონომიკის ჩამოშლას. „რუსი ოლიგარქის“ მიერ ძალაუფლების მიტაცების თემაზე აღარაფერს ვიტყვი”,- წერს გიორგი ცუცქირიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930