1-05-2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეშვიდე პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 566 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5025 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 540 ადამიანი რჩება.