2-05-2020
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში ფრანგულ გამოცემა l'opinion-ში გამოქვეყნებული სტატიას „ ევროპის კავშირი: ნუთუ ზომა გადამწყვეტია?“ ეხმიანება, რომლის ავტორიც, ბრუნო ალომარი საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს და ჩვენს ქვეყანას სინგაპურისა და შვეიცარიის გვერდით აყენებს.
„როდესაც ამ ქვეყანას ვუყურებთ ის გვაოცებს რომ მას აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ევროკავშირთან, რომელსაც სხვებისაგან განსსხვავებით წარმატებით ასრულებს და და თანაც ძალიან სურს ევროკავშირში გაერთიანება“,- ედიშერ გვენეტაძე სტატიის ავტორის ციტირებას ახდენს.
ექსპერტის თქმით, ასეთი შეფასებები უფრო და უფრო მეტად აღიზიანებს და აგიჟებს ე.წ. ოპოზიციას.
ცოტაც მოვითმინოთ და შემოდგომაზე ქართველი ხალხი მათგან განსაკუთრებით რეაქტიული ფსიქოზით დაავადებულებს, უეჭველად მიუჩენს ბინას პოლიტიკურ საგიჟეთში, თუმცა ვგონებ უკვე მიჩენილი აქვთ”,- წერს ედიშერ გვენეტაძე.