3-05-2020
თბილისში, კონიაკის დასახლებაში 58 წლამდე ასაკის კაცი დაჭრეს. მეზობლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული - ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, პირი, რომელმაც მეზობელი დაჭრა - დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.