გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიების სამუშაოებს აწარმოებენ

3-05-2020

სოფელ მუშევანში ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მაკა მამარდაშვილი, ეპიდემიოლოგებთან ერთად ინფიცირებული მოქალაქეების კონტაქტების მოძიების სამუშაოებს აწარმოებს.

ეპიდემიოლოგებთან ერთად სოფელში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი იმყოფებოდნენ. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

ეპიდემიოლოგებისა და ბოლნისის მუნიციპლიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 4 მაისს ლუგარის კვლევითი ცენტრის ჯგუფები სოფელში დადასტურებული კონტაქტებიდან ბიოლოგიური ნიმუშების აღებას დაიწყებენ.

„სოფელში მედიკოსებთან ერთად ვიმყოფებოდით. მუშევანის მოსახლეობას შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდეთ შემდგომი ვლევებთან დაკავშირებით. ხვალ მედიკოსთა ჯგუფები მოსახლეობის ბიოლოგიური ნიმუშების აღებას დაიწყებენ. ჩვენს მედიკოსებს ლუგარის კვლევითი ცენტრის ჯგუფებიც შეუერთდებიან. ვფიქრობ, სოფლის მოსახლეობას მკაფიოდ ესმის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სოფელში მედიკოსების მუშაობას. დღეს მედიკოსები შესაბამის სამუშაოებს შეფერხების გარეშე აწარმოებენ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930