გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი: ნახევარ მილიონზე მეტი მასალა დარიგდა იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები

4-05-2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, 3 მარტიდან დღემდე ნახევარ მილიონზე მეტი ბეჭდური მასალა კარდაკარ არის დარიგებული და საინფორმაციო კამპანია ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში თუ დასახლებაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის საკარანტინო ზომებია მიღებული იმისთვის, რომ ადგილზე მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლე იყოს დაცული. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გათავისება თითოეული მოქალაქის მხრიდან.

"განახლდა მთავრობის სხდომები ჩვეულ რეჟიმში და პრემიერმა დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მათ შორის ის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რა თქმა უნდა, არის თანასწორი და ჩვენი სახელმწიფოსთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ნებისმიერ რეგიონში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა, განურჩევლად მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დავალება და მოწოდება გაჟღერდა დღეს, რომ განსაკუთრებით სწორედ ადგილობრივი ხელისუფლებების მიმართ, რომ გაორმაგდეს ძალისხმევა იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს თანაბრად ყველა ის შესაძლებლობა და მომსახურება საგანგებო ვითარების პირობებში, რომელსაც სახელმწიფო ქმნის ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური მიმართულებებით. იცით თქვენ, რომ ეკონომიკური გახსნის გეგმის პირველ ნაბიჯებს ვდგამთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე უნდა აღვნიშნო აუცილებლად ისიც, რომ ცხადია ჩვენი თანასწორობა გამოიხატება როგორც უფლებების, ისე პასუხისმგებლობების ნაწილში. საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, უფრო სწორად, რაიონში, თუ დასახლებაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის საკარანტინო ზომები არის აუცილებელი და საჭირო, ზოგჯერ უფრო მკაცრი. ეს პირველ რიგში არის მიმართული იქითკენ, რომ ადგილობრივების, ადგილზე მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობა იყოს დაცული და მათი სიცოცხლე იყოს დაცული. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გააზრება, რა თქმა უნდა, და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანის მხრიდან, ყველა იმ წესის დაცვა და რეკომენდაციის დაცვა, რომელიც მოქმედებს საგანგებო ვითარებაში, კონკრეტულ რაიონებსა თუ დასახლებებში. რა თქმა უნდა თანამშრომლობა და პატივისცემა იმ ადამიანების, იმ ინსტიტუტების, რომლებიც აღასრულებენ ამ წესებს, ამ რეკომენდაციებს და ფაქტობრივად ჩვენი უსაფრთხოების და ჯანმრთელობის სადარაჯოზე, პირველ ხაზზე დგანან, როგორებიც არიან: ექიმები, პოლიციელები, ჩვენი სამხედროები და ა.შ.
მე მინდა ყველას ვთხოვო, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომ გამოვიჩინოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ გაგრძელდება ინტენსიური საინფორმაციო კამპანია, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს უკვე თვეების განმავლობაში. იცით, რომ შტოპჩოV.გე მოქმედებს სხვადასხვა ენაზე, მათ შორის აფხაზურად, ოსურად, სომხურად და აზერბაიჯანულად. ცოცხალ რეჟიმში ნებისმიერ რეჟიმში ჩვენს მოქალაქეს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეუძლიათ მათთვის გასაგებ მშობლიურ ენაზე ინფორმაციის მოძიება. მარტის დასაწყისიდან დღემდე ნახევარ მილიონზე მეტი ბეჭდური მასალა კარდაკარ არის ფაქტობრივად დარიგებული ზოგიერთ იმ რეგიონში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ჩვენი თანამოქალაქეები. ბუნებრივია, ჩვენი სამინისტროც საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსებს ამ მასალებს ცოცხალ რეჟიმში. დღეს ადგილობრივ ხელისუფლებას, კერძოდ, გუბერნატორებს პრემიერმა სთხოვა და მოუწოდა, რომ გააორმაგონ შრომა იმისთვის, რომ საინფორმაციო კამპანია კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს და კიდევ უფრო კარგად ინფორმირებულნი იყვნენ ჩვენი მოქალაქეები მიმდინარე პროცესზე და ბუნებრივია მიიღონ ყველა სარგებელი, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაორმაგებული ძალისხმევით გაგრძელდება"-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930