გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამშენებლო ობიექტებზე გარდაცვლილი ადამიანების რიცხვმა იმატა

22-03-2018

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც, სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, ისევე, როგორც უნებართვო მშენებლობასა და პროექტის დარღვევით სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე, საჯარიმო სანქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა, დღეიდან შევიდა ძალაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


თბილისის მერმა საკანონმდებლო ორგანოს პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.


„იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ ცვლილებებით, მივაღწევთ იმას, რომ მშენებლობებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ჯარიმები ფაქტობრივად გაათმაგდა - დარღვევები 3000 ლარიდან 30 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო მეორე შემთხვევაში, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს ყველაფერი გაკეთდა არა იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი კომპანია დავაჯარიმოთ, არამედ იმისთვის, რომ იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, ბოლო პერიოდის სტატისტიკის მიხედვით,სამშენებლო ობიექტებზე გარდაცვლილი ადამიანების რიცხვმა იმატა, რაც დედაქალაქის მთავრობისთვის კატეგორიულად მიუღებელია.


„კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, რა თქმა უნდა, შევძლებთ იმას, რომ როგორც დამკვეთი,ასევე შემსრულებელი იყოს მოტივირებული, რომ მის ობიექტზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოსდაცული. ამ სფეროში მომდევნო თვეების განმავლობაში,ძალიან ბევრ საინტერესო ცვლილებასვგეგმავთ.რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მენაშენეთა ასოციაციასთან იქნება გავლილი, ვინაიდან სამშენებლო სექტორი ქალაქის ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031