4-05-2020
საამაყოა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში სამაგალითოა საერთაშორისო საზოგადოებისათვის, რასაც უდავოდ ადასტურებს ის დიდი ყურადღება, რომელსაც მის მიმართ საერთაშორისო წამყვანი გამოცემები იჩენენ - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ახლახან გერმანულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიის შეფასებისას, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე, სტოპკოვ ფონდში გადარიცხულ თანხაზე.
„ბუნებრივია, ის უპრეცედენტო ქველმოქმედება რაც ბიძინა ივანიშვილმა გასწია კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, არ ჩამოდის საერთაშორისო წამყვანი გამოცემების მთავარი ფურცლებიდან, რადგანაც ეს მაგალითის მიმცემი იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისთვის. და მე ამაყი ვარ, რასაკვირველია, რომ მსოფლიო საზოგადოება როდესაც ლაპარაკობს სოციალურ პასუხისმგებლობაზე, სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, ყოველთვის ერთ-ერთი პირველი ახსენებს ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.