4-05-2020
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემები, ერთი მეორეს მიყოლებით წერენ იმის შესახებ, რომ ჩვენ, საქართველოში გვყავს მსოფლიოში ნომერ პირველი დონორი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემები, ერთი მეორეს მიყოლებით წერენ იმის შესახებ, რომ ჩვენ, საქართველოში გვყავს მსოფლიოში ნომერ პირველი დონორი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე და მრავალი წლის მანძილზე საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედი, რომელმაც არამხოლოდ ქართულ კულტურაში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან სფეროებში თავისი საკუთარი და ოჯახის თანხები ჩადო იმისთვის, რომ მრავალი ტაძარი, მრავალი ობიექტი გადარჩენილიყო, არამედ დღეს, მსოფლიოში პირველი დონორია ერთ სულ მოსახლეზე ჩარიცხული თანხით COVID ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარა ქვეყანას ჰყავს ასეთი ადამიანი, რომლის იმედიც არამხოლოდ ხალხს შეიძლება ჰქონდეს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებსაც. ასეთი კომფორტი ძალიან ბევრ ქვეყანას არ აქვს და რა თქმა უნდა თითოეული მოქალაქისგან მას და მის ოჯახს ეკუთვნით განსაკუთრებული მადლობა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.