გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოფთალმოლოგი: კონტაქტური ლინზების მატარებლები დროებით სათვალის ტარებას უნდა დაუბრუნდნენ

5-05-2020

კონტაქტური ლინზების მატარებლებს ვურჩევთ, დროებით დაუბრუნდნენ სათვალის ტარებას, - ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერსი ჩართვისას ოფთალმოლოგმა, გიორგი ჩიჩუამ განაცხადა, რომელმაც კორონავირუსისგან თვალის დაცვის ღონისძიებებზე ისაუბრა.

„კონტაქტური ლინზების მატარებლები სხვა ადამიანებთან შედარებით უფრო ხშირად ეხებიან თვალის მიდამოს. ასევე გაცილებით მცირდება თვალის ზედაპირის გაღიზიანება, ხოლო ამ შემთხვევაში სათვალე მექანიკური დაცვის ფუნქციასაც ასრულებს. სათვალე, რომელიც კორექციისთვის გამოიყენება, ან იგივე მზის სათვალე, საშუალებას არ აძლევს ჰაერში არსებულ ვირუსის ნაწილაკებს თვალის ზედაპირზე, ანუ ლორწოვან გარსზე მოხვდნენ. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს 100%-იანი დაცვა არ არის და ვირუსს შეუძლია სათვალის გვერდებიდან, თვალის ლორწოვან გარსზე შეღწევა“, - განაცხადა გიორგი ჩიჩუამ.

საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031