4-05-2020
საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თენგიზ კიტოვანს, უცნობმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა სავარაუდოდ მაშინ მოხდა, როდესაც კიტოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებოდა.
“Rustavi2”-ის ინფორმაციით, შეურაცხყოფის მიზეზი 1992-93 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობა გახდა.
“მოყევი როგორ კლავდი ხალხს, აფხაზეთში, ოსეთში, მიდი მოყევი! სად მიდიხარ, გაჩერდი!.. შენ და იოსელიანი კლავდით… შენ უნდა ეწამო, დაიტანჯო… აქ დაჯექი, სად მიდიხარ, შე ყ… რას მიზამ შე ნაბოზვარო, გენერალო! მიდი მოყევი, ილაპარაკე ნაგავო… ასე გაივლის გგონია მთელი ცხოვრება ლამაზად, იდი ნ…” – ეს დიალოგის ფრაგმენტებია.
ვიდეომასალა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ჯგუფებში გააზიარეს.
თენგიზ კიტოვანი იყო საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1992-1993 წლებში.
მონაწილეობა მიიღო პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ მოწყობილ გადატრიალებაში (1991-1992) და შემდეგ ქვეყანაში დაწყებულ სამოქალაქო ომში. ასევე მონაწილეობდა აფხაზეთის ომში.
1996 წლის ოქტომბერში კიტოვანი დააკავეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით და 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 1999 წელს პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეიწყალა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. 2000-იან წლებში კიტოვანი მოსკოვში ცხოვრობდა. საქართველოში დაბრუნდა 2012 წელს.