4-05-2020
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უახლოეს დღეებში უკრაინის ხელისუფლებაში თანამდებობას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Украинская Правда უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
„უახლოეს დღეებში სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშნავენ. ჯერ ვერ ვიტყვით, თუ რა თანამდებობას მიიღებს. ამის შესახებ თავად პრეზიდენტი იტყვის. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მთავრობას მუშაობაში დაეხმარება“, - განაცხადა წყარომ.
22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს. თუმცა 30 აპრილს მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია.