გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხის აგრარული ბაზარი გაიხსნა

5-05-2020

ახალციხის აგრარული ბაზარი გაიხსნა. აგრარული ბაზრის შესასვლელში მოქალაქეთა თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, მოწყობილია დეზობარიერი, გამიჯნულია შესასვლელი და გამოსასვლელი, ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებლები პირბადით გადაადგილდებიან, კონტროლდება სავალდებულო 2 მეტრიანი დისტანცია.

ბაზარში არსებულ მდგომარეობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

თერმოსკრინინგის პროცესის მონიტორინგს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ახორციელებენ და მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

სავაჭრო ობიექტის გახსნის გადაწყვეტილება, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში იქნა მიღებული. აღსანიშნავია, რომ ახალციხის აგრარულ ბაზარში, მისი დახურვიდან დღემდე, სხვადასხვა სახის ღონისძიებები განხორციელდა, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, დახლები განთავსდა შესაბამისი დისტანციის დაცვით, მოწესრიგდა ეზო და ავტომანქანების სადგომი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930