5-05-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვაავთანდილის, ოქროყანის, ამაღლების, შინდისის, მესხის და შხეფის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 12 საათიდან 15 საათამდე ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, ემხვარის, სარაჯიშვილის და კვანტალიანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
"თელასის" ინფორმაციითვე, 10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას წინამძღვრიშვილის, ფოცხვერაშვილის, სურამის, ნინოშვილის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლები.