გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე - მინდა, ყველა დავამშვიდო, კახეთში ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობაა გამოკვლეული, ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში უარყოფითი შედეგებია, ნამდვილად არ არის დიდი პრობლემა

5-05-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელი ამირან გამყრელიძე კახეთის მოსახლეობას ამშვიდებს.

მისი განცხადებით, კახეთში ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოიკვლიეს და კოვიდინფექცია ამ დრომდე არც ერთთან არ დადასტურებულა.

„მინდა, ყველა დავამშვიდო ამ შემთხვევასთან დაკავშირებით (ჩვენ არ დავასახელებთ, პერსონალურ ინფორმაციას არ ვიძლევით ხოლმე), რაზეც არის აღელვებული. მინდა, დავამშვიდო ისინი, რომ კახეთში საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა იქნა გამოკვლეული, ყველა შემთხვევაში ამ ეტაპზე არის უარყოფითი შედეგები.

რაც შეეხება შემთხვევას, ჩვენ იქ ვაგრძელებთ ჩაღრმავებულ კვლევას და იმედი გვაქვს, ხვალ უკვე გარკვეული პასუხი გვექნება ამ კითხვაზე. მინდა, ყველა დაგამშვიდოთ, რომ არ არის ნამდვილად დიდი პრობლემა და ჩვენ შევაჯერებთ ყველა იმ შედეგს, რომელსაც ვიღებთ სხვადასხვა მეთოდოლოგიის კვლევით. ეს მიეწოდება როგორც პაციენტს, ისე მოსახლეობას“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექთანი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში 27 აპრილს მეუღლესთან იმყოფებოდა, რის შემდეგაც სოფელი დატოვა და თბილისში გაემგზავრა. რამდენიმე დღეში მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930