გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამერიკელი მეცნიერი, რომელიც კორონავირუსს იკვლევდა, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს

6-05-2020

აშშ-ში, ქალაქ პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ბინგ ლუ, რომელიც კორონავირუსის კვლევაში იყო ჩართული, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ინფორმაციით, ლუს სახლთან, მანქანაში პროფესორის ნაცნობის ცხედარი აღმოაჩინეს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ კაცმა ლუს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები თავისა და კისრის არეში მიაყენა, შემდეგ კი ბინიდან გავიდა, მანქანაში ჩაჯდა და თავი მოიკლა. ამასთან, გამოძიება ეჭვობს, რომ მომხდარს ლუს ეთნიკურ წარმოშობასთან ჰქონდა კავშირი.

პიტსბურგის უნივერსიტეტმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა. დაწესებულების მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაზუსტებულია, რომ ლუ COVID 19-ის უჯრედულ მექანიზმს სწავლობდა და მნიშვნელოვანი აღმოჩენის ზღვარზე იყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930