გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთის სამ რაიონში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

6-05-2020

კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური გამოყენების შედეგად მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა. საგარეჯოს, თელავის და ყვარლის რაიონების სეტყვისგან დასაცავად სისტემამ 100 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა.

რეგიონში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან ფრონტალური ტიპის ღრუბლის მასები საერთო ფართობით 487 კმ2 დღის პირველი ნახევრიდან სამ ეტაპად გავრცელდა.

ნალექის მასამ ეტაპობრივად მოიცვა საგარეჯოს, თელავის და ყვარლის რაიონები.

I ეტაპზე აქტიური ზემოქმედება დღის 12:15 სთ-დან 12:34 სთ-მდე განხორციელდა, სეტყვის მოსვლის ალბათობა 80 %-ს შეადგენდა, მოსალოდნელი მარცვლის ზომა 10 მმ იყო.

II ეტაპზე ზემოქმედება 04:18 სთ-დან 05:56 სთ-მდე განხორციელდა, სეტყვის მოსვლის ალბათობა ამჯერად 100 %-ს შეადგენდა, მოსალოდნელი მარცვლის ზომა 14 მმ იყო.

III ეტაპზე აქტიური ზემოქმედება 6 მაისის დილის 06:12 სთ-დან 07:50 სთ-მდე ჩატარდა, სეტყვის მოსვლის ალბათობა 100 % ს შეადგენდა, მოსალოდნელი მარცვლის ზომა 17 მმ იყო.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ საერთო ჯამში გასროლილი იქნა 100 ერთეულამდე რაკეტა, დამუშავდა 487 კმ2 საერთო ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები. ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა სამივე რაიონში ძლიერი წვიმის სახით ჩამოიცალა.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930