გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: 18 მაისს მარნეული სრულად გაიხსნება

7-05-2020

პრემიერ- მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში. მისივე თქმით, 18 მაისიდან სრულად გაიხსნება მარნეული.
ამის შესახებ გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
"14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში. ამ ეტაპობრივ გახსნას თავისი მიზეზი და მიზანი აქვს. 18 მაისს სრულად გაიხსნება მარნეული. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მარნეულში აუცილებელია ტესტების რაოდენობა, რომელიც უნდა ჩატარდეს. სწორედ ამიტომ არის საჭირო დამატებითი დრო"- განაცხადა გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930