გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზუგდიდში ყოფილი საავადმყოფოს ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს სასურსათო პროდუქტები გადასცეს

7-05-2020

ზუგდიდში ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადაეცათ. სასურსათო კალათების გადაცემის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მალხაზ თორია დაესწრნენ.


,,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გრძელდება სხვადასხვა სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება. ამჯერად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით დევნილ ოჯახებს გადაეცემათ დახმარება. ეს პროცესი გრძელდება და ყველა მოქალაქე ვისაც სჭირდება მსგავსი დახმარება მას ჩვენ გვერდით დავუდგებით. რეგიონის მასშტაბით უკვე გაიცა 15 000 ოჯახზე სასურსათო პროდუქტი და ეს პროცესი გრძელდება“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930