8-05-2020
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. ბოქსირებულ განყოფილებაშია 44 პაციენტი. კლინიკაში 5 ტესტის პასუხს ელოდებიან. რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი 13 გამოკვლეული ნიმუშიდან კოვიდდადებითი არც ერთს არ დაუდასტურდა.
კლინიკაში 44 ინფიცირებულია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება საუნივერსიტეტო კლინიკას, იქ სამი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. 60 ინფიცირებულიდან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში, აპარატულ სუნთქვაზეა.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 615-ს შეადგენს. მათ შორის 275 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 9 ადამიანი. საკარანტინო ზონებში 4723 მოქალაქე რჩება, ხოლო სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 446 პაციენტია.