გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბორის ჯონსონი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს: კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ისეთივე სულისკვეთებას მოითხოვს, როგორიც თქვენ 75 წლის წინ გამოიჩინეთ

8-05-2020

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მეორე მსოფლიო ომი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას შეადარა. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისადმი მიძღვნილ წერილში დაწერა.

„მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავზე ჩვენ ჩართულნი ვართ ახალ ბრძოლაში კორონავირუსის წინააღმდეგ, რომელიც ეროვნული ძალისხმევის იგივე სულისკვეთებას მოითხოვს, რომელიც თქვენ 75 წლის წინ გამოიჩინეთ“, - ნათქვამია ბორის ჯონსონის წერილში.

ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ წელს პანდემიის გამო შეუძლებელი გახდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავის აღნიშვნა.

„ნება მოგვეცით ჩვენ, თქვენ ამაყ თანამოქალაქეებს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ: არასოდეს დაგვავიწყდებით“, - დასძინა ბორის ჯონსონმა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930