8-05-2020
პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში სამკურნალო საშუალებების და პირადი აღჭურვილობის დეფიციტი არ არის.
„ჩვენს კლინიკაში არც სამკურნალო საშუალებების, არც პირადი აღჭურვილობის დეფიციტი არ არის. თუ ასეთი ტემპი გაგრძელდა, დაახლოებით გვაქვს ერთი თვის მარაგი, რომელიც ალბათ არ დაგვჭირდება, ვინაიდან ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრად შემცირების ტენდენცია გვაქვს. აქედან გამომდინარე, დაავადებულები. ალბათ, ყველაფერი კარგად იქნება“, - აღნიშნა რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 288 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.