გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქალაქ ჯვარში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ამბულატორია გაიხსნა

22-03-2018

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ამბულატორია გაიხსნა. 
ობიექტი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურითაა აღჭურვილი. ამბულატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობითა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური ატაშე თომას შოლი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ჯვარის ამბულატორიის დირექტორი გოჩა ლიპარტია, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დევნილი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031