8-05-2020
მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობას აგრძელებს. დღეს ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა, ანა ბუჩუკურმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტთან, მეგი ნიკოლსონთან, ვიდეოკონფერენცია გამართეს.
ვიდეოკონერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) წარმომადგენლებმა, ასევე, ადგილობრივმა ექსპერტებმა, თამარ ქალდანმა და გიორგი ჩხეიძემ.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესი და უახლოესი გეგმა, ასევე, ხაზი გაესვა ამ პროცესში ყველა შესაბამისი უწყების/ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას.
ახალი ეროვნული სტრატეგიის შემუშავება ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, სამდივნო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მუშაობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად.