„გლობალურ თემაში, უკრაინის ეს ნაბიჯი, არა თუ მხოლოდ არამეგობრულია, არამედ რაღაც საერთო, საერთაშორისო წესების დარღვევაა და ამ საკითხთან დაკავშირებით, ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის, რასაკვირველია არის ფორმალური დემარშიც და არის აუცილებლობაც, რათა ექსპერტების და პოლიტიკოსების გარკვეულ ჯგუფში, სპეციალური სამსახურების ფორმატში იქნეს ეს საკითხი განხილული“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
გიორგი ვოლკის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის ორმხრიი ურთიერთობა ჩმოყალიბებულია ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში და ამ გლობალურ ასპექტშ, უკრაინის ეს ნაბიჯი, არა თუ მხოლოდ არამეგობრულია, არამედ გარკვეულ საერთო, საერთაშორისო წესების დარღვევად აღიქმება.
„უამრავი მნიშვნელოვანი თემა შემიძლია ჩამოვთვალო რაც დღეს საქართველოში ხდება, ვიდრე, მეოცეხარისხოვან პოზიციაზე სააკაშვილის გამწესება. მაგრამ არის ერთი ასპექტი, ეს არ შეეხება მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს ორმხრივ ურთერთობას. ეს ორმხრივი ურთიერთობა ჩამოყალიბებულია ძალიან მბიშვნელოვანი ფორმატის ფარგლებში. ეს არის საერთაშორისო, კონკრეტული პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური ინტერესების დიდი ჯგუფი, (ნატო, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, ცალკეული ქვეყნები), რომელთაც აქვთ თავისი დამოკიდებულება რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და ამ დამოკიდებულებაში, ამ ფორმატში, უკრაინას და საქართველოს საკვანძო ადგილები უკავიათ. თავის ალტერნატიული დერეფნის საკითხი, რომელსაც ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას და საქართველოს სტრატეგიული, მთავარი მიმართულებაა. იქ ოკუპაციის თემები, რუსეთის შემოჭრა იმ სფეროში, სადაც ჩვენს მოკავშირეებს და ჩვენ, პირადად გაგვაჩნია სასიცოცხლო ინტერესები. ამ გლობალურ თემაში, უკრაინის ეს ნაბიჯი, არა თუ მხოლოდ არამეგობრულია, არამედ რაღაც საერთო, საერთაშორისო წესების დარღვევაა და ამ საკითხთან დაკავშირებით, ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის, რასაკვირველია არის ფორმალური დემარშიც და არის აუცილებლობაც, რათა ექსპერტების და პოლიტიკოსების გარკვეულ ჯგუფში, სპეციალური სამსახურების ფორმატში იქნეს ეს საკითხი განხილული“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.