8-05-2020
თეთრი სახლის ლიდერმა პოლიტიკურ ოპონენტს, ჯო ბაიდენს სექსუალური შევიწროების სკანდალში მხარი დაუჭირა.
„ეს არის ბრძოლა, რომლის გადატანაც მას მოუწევს. ჩემს მიმართაც იყო ბევრი ცრუ ბრალდება. შესაძლოა მის მიმართ ბრალდებაც სიცრუეა. მართალი გითხრათ, ვიმედოვნებ, რომ ეს ასეა“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
სექსუალურ შევიწროებაში ბაიდენი მისმა ყოფილმა თანაშემწემ ტარა რიდმა დაადანაშაულა. ქალის მტკიცებით, 1993 წელს ბაიდენი მას კაპიტოლიუმის ერთ-ერთ დერეფანში უნებართვოდ ჰკოცნიდა, ეხებოდა და ინტიმურ ურთიერთობას აიძულებდა.