გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსმა მეტეორიტივით იმოქმედა დედამიწაზე

8-05-2020

"კორონავირუსულმა ინფექციამ გარკვეულწილად შეარყია სამყარო, მეტეორიტივით იმოქმედა დედამიწაზე", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, COVID-19-მა გავლენა მოახდინა ადამიანების სოციალურ ურთიერთობაზე, ეკონომიკაზე. გაუგებარია როგორი იქნება მომავალში კულტურული, სპორტული ურთიერთობები - საბოლოოდ მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დადგა.

"21-ე საუკუნეში შერყევა მოხდა არა მარტო ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, არამედ მრავალმხრივი- ეს არის პირველ რიგში ჯანდაცვითი, სიცოცხლის უფლება ეს გახლავთ ადამიანის უპირველესი უფლება. ასევე, ადამიანთა შორის სოციალურ ურთიერთობებზეც დიდი გავლენა მოახდინა, ქვეყნების ეკონომიკაზე, ჩვენ კიდევ არ ვიცით ამ გავლენის შედეგები როგორ იქნება (ეკონომიკის დაღმასვლისა), არ ვიცით როგორი იქნება მომავალში კულტურული, სპორტული ურთიერთობები, რადგან ჩვენ დავდექით უზარმაზარი გამოწვევის წინაშე.

იყო ორთქლის მანქანის შექმნა, მერე ქიმია, ატომი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, კომპიუტერები და ა.შ. პროგნოზი კეთდებოდა, რომ ეს იქნებოდა სიცოცხლის მეცნიერებები, რადგან იქნება ბევრი და დიდი უცნობი გამოწვევა, ახლადწარმოშობილი ინფექციებისა, შეიძლება ისეთი გაჩნდეს, რომელიც ჩვენ არ ვიცით, ან განიცადოს მუტაცია, რისი ფაქტის წინაშეც დღეს ვდგავართ", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ "ტვ პირველის" ეთერში.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930