გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„მიღწევაა ასეთი მასშტაბის თანადგომა და დახმარება, რომლის შედეგი ყველას შეუძლია დაინახოს“ - ზაალ ანჯაფარიძე უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებაზე

8-05-2020

„კორონავირუსის პანდემიის ფონზე ჩვენი სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოს 13,000-მდე მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. კიდევ 20,000 ადგილზე დახმარება გაეწია. ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ასეთი მასშტაბის თანადგომა და დახმარება, რომლის შედეგი ყველას შეუძლია დაინახოს, დაითვალოს და ხელიც შეახოს, რა თქმა უნდა მიღწევაა” - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ისინი აქ არიან და გაცილებით უსაფრთხო გარემოში იცხოვრებენ .

„კორონავირუსის პანდემიის ფონზე ჩვენი სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოს 13,000-მდე მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. კიდევ 20,000 ადგილზე დახმარება გაეწია. მართალია დაბრუნებულთა შორის, საბედნიეროდ უმცირესობაში, აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც თავიანთი პათოლოგიური სნობიზმის თუ სხვა მიზეზების გამო დაიწყეს წუწუნი, რომ გზაში სადილით არ გაუმასპინძლდნენ და ა.შ.. თუმცა, ეს ყველაფერი მეათეხარისხოვანია. მთავარია რომ ისინი აქ არიან და იცხოვრებენ გაცილებით უსაფრთხო გარემოში, რადგანაც თუ ყველაფერი ისე წარიმართა როგორც საჭიროა, პანდემია დაღმასვლისკენ წავა. ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ასეთი მასშტაბის თანადგომა და დახმარება, რომლის შედეგი ყველას შეუძლია დაინახოს, დაითვალოს და ხელიც შეახოს, რა თქმა უნდა მიღწევაა.ჩვენ არ ვიცით დაბრუნებულთა სოციალური პროფილი და სტატუსი. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა რას იზამს შემდგომში ეს ხალხი დარჩება თუ დაბრუნდება?! თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მათ ეცოდინებათ ერთი რამ, რომ მათ უკან დგას სახელმწიფო!" - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930