9-05-2020
ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილის განცხადებით, მას რომ შევარდნაძის ჟურნალისტს უწოდებდნენ, სააკაშვილის პიარის შედეგია.
როგორც ყანდიაშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში განაცხადა, მას შევარდნაძის ჟურნალისტები იმდენად არ ახსოვს, რამდენადაც სააკაშვილის ბევრი ჟურნალისტი.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„ეს სააკაშვილის პიარის შედეგია. შევარდნაძის ჟურნალისტები იმდენად არ მახსოვს, სააკაშვილის ჟურნალისტები კი ბევრი მახსოვს. დღესაც არიან ასეთები.
ჩემთვის შევარდნაძის ეპოქის წლები მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.
შევარდნაძესთან ერთად ომში ვარ ნამყოფი და მას არსად უფორთხია.
რომ მქონდეს საშუალება, სააკაშვილს გავუსწორდე, სერიოზულად გავუსწორდებოდი და ვანანებდი მთელ დარჩენილ ცხოვრებას.
სიამოვნებით ვცემდი მაგრად. ისეთი თხლეა, რომ ვაჯობებდი. ჯერ გული არ მომიფხანია.
მიშას ასე ზემოთ-ქვემო არ ვასეირნებდი. ეს ჩემი, კოკა ყანდიაშვილის პოზიციაა და გაძლევთ პირობას, რომ მიშას მაინც ამოვთხრი“-განუცხადა ყანდიაშვილმა ჟურნალის კორესპონდენტს.
P.S. მასალა მომზადებულია საინფორმციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით