გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: კუბილიუსის წერილში არსებული მოთხოვნა აღმაშფოთებელია

10-05-2020

„უპასუხოდ არ შეიძლებოდა იმის დატოვება, რაც ბატონი კუბილიუსის წერილში იყო მოცემული, კერძოდ ის ნაწილი სადაც ევროპარლამენტარი პრაქტიკულად მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევისკენ მოგვიწოდებს აღმაშფოთებელია და ვფიქრობ, შეუთავსებელია ევროპულ პრინციპებთან და ღირებულებებთან. სასამართლოს პოლიტიკური პარტია ან პარლამენტი ვერ უბრძანებს ვინ დააპატიმროს და ვინ გაათავისუფლოს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით საინტერესოა რა რეაქცია ექნებოდა ანდრიუს კუბილიუსის ქვეყანას ან სხვა ევროპულ სახელმწიფოს, ევროპარლამენტარს რომ ანალოგიური მოთხოვნით მიემართა. მისი თქმით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის ევროპაში 16 ყველაზე დამოუკიდებელ და თავისუფალ სასამართლო სისტემას შორის. "ერთის მხრივ წინა განცხადებებში გვეუბნებოდა, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ჩარევისგან და ახლა წერილში მოგვმართავს მოთხოვნით, რომ გავათავისუფლოთ ადამიანი, რომელზეც გადაწყვეტილებას მხოლოდ მართლმსაჯულება იღებს და არა პოლიტიკური პარტია, მთავრობა ან პარლამენტი",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდი შეთანხმებას ასრულებს და არანაირი პირობა არ ყოფილა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლებაზე. მისი თქმით, ასეთი შეთანხმება ვერ იქნებოდა, რადგან ეს წინააღმდეგობაში მოდის კანონის უზენაესობის პრინციპებთან.

„შეთანხმებაში კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ და კონკრეტულად - ბატონი ოქრუაშვილის საქმის შესახებ, არანაირი პირობა არ არის მოცემული. ჩვენ არ მიგვიცია არანაირი პირობა არავისთვის მაგიდის გარშემო, რომ ამ საქმეში პოლიტიკური ჩარევა მოხდებოდა და ვინმე გათავისუფლდებოდა ჩვენი ჩარევით. სრულიად პირიქით, თუ თქვენ ნახავთ შეთანხმების ტექსტს, იქ გარკვევით წერია, რომ არავინ, არც ერთმა მხარემ, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა, არ უნდა სცადოს ჩარევა მართლმსაჯულების პროცესში და თავი შეიკავოს მართლმსაჯულების პოლიტიზებისგან. რა პროცესსაც ვაკვირდებით, ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდან ხდება მართლმსაჯულების მუდმივად პოლიტიზება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930