გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მომდევნო 3 წლის განმავლობაში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაცია მოხდება

10-05-2020

საქართველოს მთავრობა, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს, - ამ მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, მიწის სისტემური რეგისტრაციის 8-თვიანი პროექტი, რომელიც ზაფხულიდან დაიწყება, თავდაპირველად რამდენიმე მთიან რეგიონში განხორციელდება. მომავალი წლის დასაწყისიდან კი პროექტი გაფართოვდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

მომდევნო 3 წლის მანძილზე მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით ათობით სოფელში იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ქვეყნის გეოგრაფიული ტერიტორია კადასტრით სრულად უნდა დაიფაროს.

შეხვედრაზე შეფასდა ის რეფორმა, რომელიც 2016 წლიდან ხორციელდება და ხაზგასმით აღინიშნა, რომ 2016 წლიდან დღემდე წარმატებით დარეგისტრებული მიწების ფართობი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2016 წლამდე დარეგისტრირებულ ფართობზე სამჯერ მეტია.

მთავრობის წევრების შეფასებით, აღნიშნული ციფრები რეფორმის წარმატებაზე მიუთითებს და არსებობს მზაობა, გადაიდგას კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯები, რათა მიწის სისტემურმა რეგისტრაციამ ასეთივე დადებითი შედეგები მოიტანოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930