10-05-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს, ხოლო 12 საათიდან 14 საათამდე გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
ქსელში გადართვების გამო კი, ვაკის რაიონში 10:30 საათიდან 11 საათამდე ელექტრომომარაგება ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ბერძენიშვილის და კავსაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეუწყდება.